Followers

Tuesday, December 7, 2010

ტანჯვა და ნეტარება

მე მიყვარს ღრუბელი,ის ხომ შენსავით მოწყენილია
მე ვეღარ მხედავ შენთვის ხომ უკვე უხილავი ვარ
ეს ჩემი გული შენს გულს უკვე მოწყვეტილია
გული ძგერს, ვსუნთქავ მაგრამ უკვე მომაკვდავი ვარ.
ვერ წავალ მე ხომ შენგან წასვლა არ შემიძლია
არ შემიძლია რომ სხვას ვაჩუქო ჩემი სიცოცხლე
მე სიყვარულის გადატანა არ შემძლებია
და ამ წამიდან მხოლოდ შენთვის,შენთვის ვიცოცხლებ.
ვერ მოვიშორე ბნელი ტვინიდან ბნელი აზრები
რომელმაც ერთხელ შენი თავი დამაკარგვინა
სამჯერ დაიბნა ცხელი ტყვიის შავი მასრები
ვერცერთმა ტყვიამ სიცოცხლე ვერ დამაკარგვინა
მე ხომ სიცოცხლის მოსპობის ნებართვა არ მაქვს
რადგანაც ჩემი სული მხოლოდ შენია
მე ვერ წაგართმევ შენს საკუთრებას მე სული არ მაქვს
შენთვის ვიცოცხლებ სანამ სული დამილევია.
მე მენატრება შენი ერთხელ კიდევ დანახვა
როცა თვალებში ნაპერწკალი აგიკიაფდა
როცა პირველად მე მითხარი „მე შენ მიყვარხარ“
როცა ცხოვრება ასჯერ უფრო გამიიაფდა.
მინდა მოვიდე შენს წინ დავეცე
მიწა შევჭამო სისხლიანი ცრემლი განახო
როგორ მინდა რომ სისხლის ცრემლით მწარედ ვიყვირო
და მე შუაზე გაგლეჯილი გული განახო
გუშინ მესიზმრა ბნელი ოთახი
სამ გაშლილ სკამზე დაგდებული ჩემი სხეული
და მკერდზე მეჯდა ბედნიერი ეშმაკეული
და ტკივილისგან მე ვიყავი გადარეული
შენ კი იჯექი ბნელ ოთახის ბინძურ კუთხეში
და სიბნელეში ჩემს დასანახად რაღაც ბრწყინავდა
და მე სატანამ გულში ჩამცხო სარი უხეში
ჩემი ტკივილი შენს გულს უფრო ძლიერ ყინავდა.
და როცა სისხლმა დამიფარა მთელი სხეული
როდესაც თვალში მიქრებოდა შენი სანთელი
შენი ლამაზი სახე ვნახე დამწუხრებული
და მივხვდი სწორედ შენ იყავი -შენ ის ნათელი
რომელმაც ერთხელ გამინათა ბნელი ცხოვრება
ჩემს ბინძურ სულში შემოაგდო სიცოცხლის სხივი
შენ ვერ იგრძენი რომ ეს იყო ჩემი გოდება
და ზღვაში შენსკენ მომავალი დაშლილი ტივი.
მე ვერ გხედავდი შენ რამხელა გული გქონია
რამდენის დათვლა მოასწარი შენს გონებაში
მე გონება და ტვინი სულ არ მქონია
თუ ამდენ რამეს დავკარგავდი ჩემს ცხოვრებაში.
მე ხომ შენ სწორედ მისთვის მიყვარხარ
შენ ხომ ყოველთვის უხმოდ ყვირიხარ
შენი ცრემლი ხომ არასოდეს არ გიჩანს თვალში
შენი ცრემლები სულ იღვრება მოვარდნილ ქარში.
როგორ მინდა რომ ეხლა მოვიდე
 და შენი თავი დავიდო მკერდზე
მაგრამ ვიცი რომ ისევ შევხვდებით
შევხვდებით იებით მოფენილ ველზე.
შენ მეუბნები რომ აზრი არ აქვს
გულის ფეთქვას და ჩემს ვედრებას
„მაგრამ ამაოდ ხომ არ ჩაივლის
ეს განწირულის სულისკვეთება“

No comments:

Post a Comment